სამთო-სათხილამური კურორტი ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული კურორტია საქართველოში, რომელიც ხარისხით ევროპულებს არ ჩამოუვარდება და აკმაყოფილებს როგორც დამსვენებლების, ისე პროფესიონალი სპორტსმენების მოთხოვნებს.
ბაკურიანი, რომელიც თბილისიდან და ქუთაისიდან 2-2.5 საათის სავალზე მდებარეობს, შესანიშნავია დასასვენებლად წელიწადის ნებისმიერ დროს.
ბაკურიანის არჩევით თქვენ ირჩევთ მთისა და წიწვოვანი ტყის კრიალა ჰაერს, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ასევე გამართულ ინფრასტრუქტურას და გართობის მრავალფეროვან საშუალებებს, რაც თქვენს დასვენებას დაუვიწყარს აქცევს! საბაგიროები, ტრამპლინები, სათხილამურო ტრასები, ცხენები, მარხილები და კვადროციკლები, პარაპლანები და ვერტმფრენები, კაზინო და ღამის ბარები, ბოულინგი და სპა ცენტრები – ყველაფერი ეს შეგიძლიათ ბაკურიანში ნახოთ!